„გემოვანის“ ქართული პროდუქტების და პროდუქციის გემოვნებიანი ბაზრობა

აგროკავკასია – 2018 წლის 9 მაისს, პროექტის „გემოვანი“ თბილისის ივენთ ჰოლში, ქართული პროდუქტების და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გაიმართა.

თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ქართველ ფერმერთა და მწარმოებელთა სიმრავლე, ადგილობრივი პროდუქტების და პროდუქციის მრავალფეროვნება და მომხმარებლის მაღალი ინტერესი.

ორგანიზაციის და გაფორმების თვალსაზრისით ევროპულ დონეზე გამრთულ ბაზრობაში დაახლოებით 80-მდე ფერმერი, საოჯახო მეურნეობა და მეწარმე მონაწილეობდა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ და საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.

აქ გამოფენილი იყო როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმომავლობის ქართული, ნატურალური პროდუქცია: პური, ღვინო, რძის ნაწარმი, ხორცი, ლორი, ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, ლუდი, საწებლები, მურაბები, დამბალხაჭო და სხვა“.

როგორც მოგახსენეთ მომხმარებლის ინტერესი მაღალი იყო და უნდა გითხრათ, რომ ისინი კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.

გამართლდა პროექტის დირექტორის ბატონ ოთარ ნაჭყებიას, წინასაგამოფენო სიტყვები, რომ ქართულ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა.

შინაური, საწებელი

მისივე განცხადებით ზაფხულის დასაწყისიდან, იგეგმება ყოველკვირეული ბაზრობის გამართვა რამდენიმე ადგილას. მათ შორის, ლისის ტბაც განიხილება.

ბაზრის პროექტის გენერალური სპონსორია „პური მზეთამზე“. ღონისძიების მხარდაჭერები იყვნე „ვიზარდ ივენთი“, „ლივინგსტონი“, მოძრაობა KAR.GE და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება.

მედია მხარდამჭერები: მედიაჰოლდინგი „პალიტრა“, ბიზნესმედია „საქართველო“, „ჯორჯია თუდეი“, „აგროკავკასია“ და „კომერსანტი“.

თქვენი რეკლამა