FAO საქართველოში 2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს იწყებს

1496 Views

ახალი პროექტის შეთანხმებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ხელი ბერლინში მოაწერეს.

ორი მილიონი ევროს ღირებულების პროექტი საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვების გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების განვითარებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული ღონისძიებები, საბოლოო ჯამში, ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და აგროწარმოებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შემცირებისკენ არის მიმართული.

პროექტი, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) განახორციელებს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ არის დაფინანსებული.

როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, FAO არის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, როგორც დარგში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ისე მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკის პრაქტიკაში დანერგვის კუთხით.

„მისასალმებელია, რომ თბილისში მუშაობს FAO-ს 40-მდე თანამშრომელი ცოდნის გაზიარებისა და ექსპერტული დახმარების მიმართულებით“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო არის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და ქვეყნის მთავრობის მიერ დარგში განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB