ევროპა რძის წარმოების შემცირებას დააფინანსებს

465 Views

ევროკომისიამ მერძევეობის დარგის ანტიკრიზისული პაკეტი დაამტკიცა.

ევროპელი ფერმერებისთვის 150 მილიონი ევრო გამოიყო, რძის წარმოების შემცირების სტიმულირებისთვის-ამის შესახებ Dairy Reporter იტყობინება.

სოფლის მეურნების საკითხებში ევროკომისრის, ფილ ჰოგანის (Phil Hogan) განცხადებით, მიღებული ზომები, რძის ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესების და ფასების სიტუაციის გამოსწორებისკენ არის მიმართული.

ახალი ანტიკრიზისული პაკეტი გავრცელდება ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოზე.

ფერმერები თვითონ გადაწყვეტენ, მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში და შეამცირონ რძის წარმოება თუ არა.

პროგრამაში ჩართულ ფერმერებს კომპენსაცია ოქტომბრიდან-დეკემბრის ჩათვლით ჩაერიცხებათ. მას შემდეგ რაც დამთავრდება საანგარიშო პერიოდი, ფერმერებს 45 დღე ექნებათ იმ მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომ რძის წარმოება ნამდვილად შეამცირეს.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB