ესპანელი ექსპერტის ტრენინგი კაკლისა და ნუშის კულტურების შესახებ

კაკალი, ნუში, ტრენინგი

27 თებერვალს, „თბილისი ბილტმორის“ საკონფერენციო დარბაზში კომპანია „კარტლისის“ მიერ, ფერმერებისთვის ტრენინგის ჩარასატარებლად მოწვეულ იქნა მსოფლიო დონის ექსპერტი, ფედერიკო ლოპეზ ლარინაგა.

ესპანელი ტრენერს თეორიული ცოდნის გარდა, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება აქვს კაკლისა და ნუშის ბაღების გაშენებასა და მოვლაში.

კომპანია კარტლისმა, ინიციატივა გამოიჩინა იმ მიზნით, რომ საქართველოში კაკლის და ნუშის კულტურებით დაინტერესებული ფერმერებს, უამრავ პასუხგაუცემელ კითხვაზე მიეღოთ პასუხი.

კაკალი, ნუში, ტრენინგი

ტრენინგის მეორე ნაწილი სწორედ ამ ნიშნით, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რის შედეგადაც ფერმერებმა შეძლეს გასაუბრებოდნენ ექსპერტს და მიეღოთ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი!

ესპანელი ექპერტის ვიზიტის ფარგლებში, თეორიულის გარდა დაგეგმილია პრაქტიკული სწავლებებიც.

კაკალი, ნუში, ტრენინგი

კომპანია კარტლისი ცოდნასა და გამოცდილებას სრულიად უანგაროდ გიზიარებთ!

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.

თქვენი რეკლამა