დერისი ამერიკელ ფერმერებს შორის ძალიან პოპულარული გახდა

დერისი, პარკოსანი, კარანჯა

დერისი, კარანჯა (ლათ. Pongamia Pinnata) პარკოსანი, ფოთოლმცვენი ხე ინდოეთიდან, ფლორიდის შტატის (აშშ) ფერმერებს შორის ძალიან პოპულარული გახდა.

აღნიშნული მცენარე 25 მეტრამდე იზრდება, ნაყოფი პარკია, რომელიც ძალიან ჰგავს ლიმანურ ლობიოს (Phaseolus lunatus L). ცხიმებით მდიდარია და შესაძლოა გამოყენებული იქნას ორგანულ სასუქად.

„ინდოეთში მოსახლეობა კარანჯას ძირითადად ზეთს და წამლებს ამზადებს, ნარჩენებს კი ორგანულ სასუქად იყენებენ“-განმარტა პიტერ მაკლიურმა (Peter McClure) კომპანია Terviva-ს მთავარმა აგრონომმა, ამ კონპანიას ინდური დერისი კალიფორნიის, ფლორიდის და ჰავაის შტატებში აქვს გაშენებული.

ხე

როგორც ნებისმიერ სხვა ხე-მცენარეს ინდურ დერისსაც განვითარებისთვის გარკვეული დრო სჭირდება, ვიდრე მოსავალი კომერციულ მასშტაბებს მიაღწევს. Terviva-ს შეფასებით ზრდისთვის საჭიროა 5 წელი, 6-8 წელს იწყება სრული მოსავლიანობა.

საუკეთესო მოსავლიანობის პერიოდში გამოსავალი 1 ჰა-ზე 900 ლიტრი ზეთია, ამასთან ფერმერს რჩება 1.5 ტონა ანარჩენი, რომელის შეუძლია გამოიყენოს ცხოველთა ან ფრინველთა კვებაში.

გარდა ამისა წარმოებული ზეთი კარგი ნედლეულია ბიოლოგიური პესტიციდის საწარმოებლად, სასუქად ანარჩენიც გამოიყენება.

ინდური დერისის კიდევ ერთი გამორჩეული თვისება, მისი გამძლეობაა, ადვილი გასაზრდელია, კარგად იტანს სხვადასხვა ტიპის ნიადაგს, თვითონ გამოიმუშავებს საკმარის აზოტს, წარმოების თვითღირებულება თითქმის იგივეა რაც ციტრუსების წარმოების შემთხვევაში.

მოსავლის ასაღებად, კომპანია Terviva ფტას (ფისტის) მოსავლის ასაღები მანქანების იჯარას გეგმავს კალიფორნიაში, ეს მოსახერხებელია რადგან, ფსტას შემოდგომაზე იღებენ, დერისს კი აპრილ-მაისში.

თქვენი რეკლამა