ჩინეთში გენმოდიფიცირებული სიმინდის ყანები გაანადგურეს

ჩინეთში 133 ჰექტარი გენმოდიფიცირებული სიმინდის ყანები გაანადგურეს. სიმინდი ეკუთვნოდა კომპანია Xinjiang Dingsheng Fenghe Agricultural Investment-ს, იტყობინება ჩინური საინფორმაციო სააგენტო Global Times.

კომპანია ჩინეთის ხელისუფლებამ ჯარიმის გადახდა 10 000 იუანის (1497$) და ყანების განადგურება დააკისრა, ყველა მოთხოვნა შესრულებულია.

კომერციული მიზნით ნათესი, გენმოდიფიცირებული სიმინდის ყანების გამოვლენა ჩინეთში პირველი არ არის. მიმდინარე წლის იანვარში ეკოლოგიურმა ორგანიზაციამ „გრინპის“ განაცხადა იმ ფერმერების შესახებ, რომლებსაც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში გენმოდიფიცირებული სიმინდი მოჰყავდათ.

გარდა ამისა საცალო ქსელების შემოწმების შედეგად, ხშირად ხდება ამგვარი სიმინდით ვაჭრობის ფაქტების გამოვლენა.

ჩინეთის ხელისუფლებამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სათესლე მასალის კონტროლის გაძლიერების ღონისძიებებს მიმართავს, სამ კომპანიას უკვე ჩამოერთვა სათესლე მასალის რეალიზაციის ლიცენზია.

თქვენი რეკლამა