ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე სოიას გამო პანიკაა

372 Views

ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე პანიკაა – წყალდიდობამ არგენტინაში სოიას მოსავალი გაანადგურა.

არგენტინაში, უკანასკნელი 37 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმების შემდეგ, 1.6 მილიონი ჰექტარი ნათესი ფართობები დაიტბორა.

ექსპერტთა შეფასებით, წყალდიდობამ 1.05 მილიარდი დოლარის მოსავალი გაანადგურა, ძირითადად სოია და მარცვლეული კულტურები დაზარალდა.

ამ ცნობას, მყისიერი რეაგირება მოჰყვა ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე, სადაც სოიას ფქვილზე ფასების ზრდის ტემპმა ბოლო 30 წლის მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია.

ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე, ფიუჩერსები სოიას ფქვილზე 2017 წლის დასაწყისიდან 10%-ით გაძვირდა.

როგორც ცნობილია, არგენტინა სოიას ფქვილის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელია.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB