ჩეხმა ექსპერტმა ბიომევენახეობის შესახებ სემინარი ჩაატარა

ბიომევენახეობა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ჩეხმა ექსპერტმა, პროფესორმა ირჟი კაპლანმა ფერმერებისა და დაინეტრესებული პირებისთვის სემინარი – ,,ბიოყურძნის წარმოების საერთაშორისო მეთოდები’’ – ჩაატარა.

ჩეხმა ექსპერტმა ყურადღება დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე, ბიომევენახეობაში დასაშვებ ბიოპრეპარატებზე, მათ გამოყენებაზე, ბიოლაბორატორიის როლსა და ბიოპროდუქტის მოყვანაში სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

სემინარზე საუბარი შეეხო ბიოვენახის გაშენების, საჭირო პირობებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის საკითხებზე. როგორც ჩეხმა ექსპერტმა აღნიშნა, ბიოვენახის გაშენება სასურველია ახალ ნაკვეთზე მოხდეს, რადგან არსებული ვენახის ეტაპობრივად ბიომევენახეობის მოთხოვნებზე გადაყვანა, ყოველთვის დადებით შედეგს არ იძლევა.

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ სემინარს, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საგრანტო პროექტის „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ ფარგლებში ჩატარდა, 30-ზე მეტი სტუნდენტი და ფერმერი დაესწრო.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ირჟი კაპლანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ბიომევენახეობაში არსებულ სტანდარტებსა და ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს.

თქვენი რეკლამა