ბიომევენახეობის განვითარება – სპეციალური აუქციონები უკრაინაში

ბიომევენახეობა

უკრაინაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ორგანული სასოფლო-სამეურნეო წარმოება 90%-ით გაიზარდა, ამის შესახებ „ორგანული უკრაინის“ პირველი საერთაშორისო კონგრესის გახსნაზე, აგრარული პოლიტიკის მინისტრმა ტარას კუტევოიმ ისაუბრა.

„ორგანული წარმოება ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ, ეს პროცესი უფრო სისტემური იყოს და შესამჩნევი გახდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. დარგი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურია, ბოლო 5 წელში ზრდამ 90% შეადგინა“- განახცადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ორგანული პროდუქტის მოხმარება განუხრელად იზრდება, შესაბამისად იზრდება ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობაც.

„საერთაშორისო პარნტნიორები აღნიშნავენ, რომ გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, უკრაინიდან ორგანული პროდუქტის იმპორტი განახორციელონ“-აღნიშნა ტარას კუტევოიმ.

ამ მიმართულებით უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტრო, გარკვეულ ნაბიჯებს დგავს, მაგალითად ორგანული მევენახეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიწის ნაკვეთების იჯარის სპეციალური აუქციონები გაიმართება.

ორგანული მევენახეობით დაინტერესებული პირებისთვის სპეციალურ აუქციონებზე, მიწის ნაკვეთები შეღავათიანი საიჯარო პირობებით იქნება შეთავაზებული, იტყობინება სამინისტროს პრესცენტრი.

შეღავათები ძალაში შევა, საინვესტიციო პროექტის დაწყების შემდეგ, აუქციონის გარკვეული პირობების დარღვევის შემთხვევაში, იჯარის ღირებულება დაუბრუნდება საბაზრო მაჩვენებელს.

უკრაინის კადასტრის სამსახურმა, მევენახეობის რეგიონებში, უკვე დაიწყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების აუდიტი, რათა დაგეგმილი აუქციონებისთვის შესაფერისი ნაკვეთები იქნას გამოვლენილი.

აგრარული პოლიტიკის სამინისტროც ინფორმაციით, ორგანული წარმოება უკრაინაში 400 ათას ჰექტარს მოიცავს.

თქვენი რეკლამა