ბილ გეიტსი აფრიკაში ქათმებს მოაშენებს

Microsoft – ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა (Bill Gates) ტროპიკული აფრიკის უღარიბესი ქვეყნების დახმარების მიზნით, ქათმებს მოშენების მასშტაბური კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.

მას დაგეგმილი აქვს რეგიონისთვის 100 000 ქათმის გადაცემა, იტყობინება BBC News, მისი სიტყვებით ქათმის წარმოება და რეალიზაცია, სიღარიბიდან თავის დაღწევის ეფექტური გზაა.

პროექტის გეგმა გვამცნობს, რომ ქათმის მოშენება მომგებიანი ბიზნესია ღარიბი ოჯახებისთვის, ხოლო ქათმის კვერცხი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.

ბილ გეიტსის გამოთვლებით, ფერმერს, რომელსაც მხოლოდ ხუთი კვერცხმდებელი ქათამი ჰყავს, სამი თვის განმავლობაში შეუძლია მათი რიცხვი ორმოცამდე გაზარდოს.

ქათმის საშუალო ფასი აფრიკის დასავლეთ ნაწილში 5$-ს შეადგენს, შედეგად ფერმერის წლიურმა შემოსავლმა შეიძლება 1000$-ს გადააჭარბოს. (ოფიციალური სასიცოცხლო მინიმუმი წელიწადში 700$ -ია.)

აღინიშნება, რომ პროექტის მიზანია დაეხმაროს ტროპიკული აფრიკის, სოფლის მოსახლეობის 30%-ს, რათა მათ შეძლონ ჯამრთელი ქათმების გამოზრდა და რეალიზაცია, ამჟამად ამ საქმით მხოლოდ 5%-ია დაკავებულია.

თქვენი რეკლამა