ბერლინის ცენტრში ფერმერთა საპროტესტო აქცია გაიმართა

ფერმერები

18 000 ადამიანი შეიკრიბა შაბათს, 21 იანვარს ბერლინის ცენტრში, რათა მონაწილეობა მიეღო საპროტესტო მარშში.

აქციის მონაწილეები გერმანიის ხელისუფლების სოფლის მეურნეობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციის ძირითად საკითხებს შორის იყო:

  • ტრანსატლანტიკური სავაჭრო შეთანხმება TTIP;
  • კომპლექსური ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმება CETA;
  • გენმოდიფიცირებული მასალის და ნიტრატების გამოყენება;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა;
  • ბიოწარმოების მხარდაჭერა.

აქციაში სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების და კავშირების წამომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

თქვენი რეკლამა