აზიური ფაროსანასგან დასაცავად ციტრუსის ბაღების შეწამლვა მიმდინარეობს

ფაროსანა

ნარინჯისფერი რთველი ახლოვდება, ციტრუსის შეწამვლა აზიური ფაროსანასგან დასაცავად დროულად უნდა მოხდეს, რათა მანდარინისა და ფორთხოლის მოსავლის აღებამდე  აუცილებელი 20 დღიანი ვადა დაცული იყოს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, აზიური ფაროსანას გავრცელების ინტენსივობის დადგენის მიზნით სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოსთან“ ერთად მონიტორინგი განახორციელა.

ამისთვის გამოყენებული იქნა სპეციალური ფერომონები (მწერის დამჭერი) ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 87 სოფელში დამონტაჟებული იქნა 425-ზე მეტი ფერომონი.

კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 224 ფერომონი 50 სოფელში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 167 ფერომონი 31 სოფელში; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში 34 ფერომონი.

მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაცემული იქნა ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი.

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მექანიზაციის საშუალებების მომსახურეობის შესყიდვის მიზნით გამოყოფილი იქნა 300 000 ლარი.

მოახლოებული ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაცემული იქნა 13 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი და საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც გადანაწილებული იქნა მუნიციპალიტეტებში, ქობულეთი 5300 ლიტრი, ხელვაჩაური – 4200 ლიტრი, ქ. ბათუმი – 2100 ლიტრი, ხოლო, ქედის მუნიციპალიტეტში  – 1400 ლიტრი. სულ ისარგებლა 52 000 ათასმა ფერმერმა.

გარდა ამისა გამოყოფილი იქნა 3000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი, რომელიც დამატებითი საჭიროებისათვის გადაეცემათ ფერმერებს.

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მექანიზაციის საშუალებების მომსახურეობის შესყიდვის მიზნით  დამატებით გამოყოფილი იქნა 80 000 ლარი, ციტრუსოვანთა პლანტაციებში მაღალი რისკის შემცველი ზონების შესაწამლად.

თქვენი რეკლამა