აზიური ფაროსანას მონიტორინგზე სწავლებები აჭარაშიც გაიმართა

ფაროსანა

დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა აჭარის რეგიონის წარმომადგენლებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართეს.

ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) ორგანიზებითა და უშუალო მონაწილეობის ჩატარდა.

სპეციალისტებმა სამუშაო ჯგუფებს მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის და მონიტორინგის მეთოდები გააცნეს. თეორიული სწავლების შემდეგ ჩატარდა საველე სამუშოები და ქობულეთის სოფელ გვარაში თხილის ფართობებში ფერომონები (დამჭერი ხაფანგები) დამონტაჟდა.

„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შედის. სააგენტოს სამსახურების და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ სპეციალური სწავლების კურსი მონიტორინგის მეთოდებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს ეფექტიანად დავგეგმოთ ქიმიური წამლობის არეალი“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მავნებელთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ფერომონების( დამჭერი ხაფანგების) განთავსება, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 ათას წერტილზეა დაგეგმილი. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრება ქიმიური წამლობის ფართობები.

შეწამვლითი ღონისძიებების ივნისში დაიწყება. მსოფლიოს ენტომოლოგების რეკომენდაციით, შესხურებისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოცდილია საქართველოში.

ფაროსანა

აზიური ფაროსანას მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ანაკლიაში, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართა.

თქვენი რეკლამა