აზერბაიჯანმა ბოსტნეულით მეტი შემოსავალი მიიღო ვიდრე გაზით

აგროექსპორტი

2016 წელს, აზერბაიჯანმა ბოსტნეულის ექსპორტით უფრო მეტი შემოსავალი მიიღო ვიდრე გაზით.

სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ქვეყნიდან 114,044 მლნ. დოლარის 107,211 ათასი ტონა ბოსტნეულის ექსპორტი განხორციელდა. რამაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის 158% შეადგინა.

ამავე დროს მსოფლიო ბაზრებზე, 113,972 მლნ. დოლარის 714,396 მლნ. კუბამეტრი გაზის მიწოდება განხორციელდა, ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის 89,8%-ია.

გაზის ექსპორტიდან, სავალუტო შემოსავლების შემცირების კომპენსირება, აზერბაიჯანის ხელისუფლების გათვლით ნავთობით უნდა მომხდარიყო, თუმცა აქაც კლებაა. ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მხოლოდ 56,9%-ია (2,584 მილიარდი დოლარი).

აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სოფლის მეურნება სწორი სტრატეგიით ვითარდება და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი და შესაბამისად შემოსავლი, შემდეგ წლებში უფრო გაიზრდება.

თქვენი რეკლამა