აჭარაში სოფლის ტურიზმის ფესტივალი გაიმართება

6 და 7 ოქტომბერს, ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი.

სპეციალური დეკორაციებით მორთულ მოედანზე სტუმრებს საშუალება მიეცემათ აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ტურისტებსა და ტურისტულ სააგენტოებს წარმოდგენას შეუქმნით თუ რისი ნახვაა შესაძლებელი  მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას.

მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები.

გაიმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები.

ევროპის მოედანზე მისული სტუმრების განწყობაზე, ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრები.

თქვენი რეკლამა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.