შვეიცარიული შოკოლადი ვირის რძეს შეიცავს

შოკოლადი, ვირის, რძე, შვეიცარია

შვეიცარიული კომპანიის Eurolactis და ტექნოლოგ ბეატრის ფარნეროდის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა შოკოლადი, რომლის ერთ-ერთი ინგრედიენტი ვირის რძეა.

შოკოლადმა მიიღო დასახელება Quartier des Ânes, იგი შეიძლება ითარგმნოს როგორც „ვირების რაიონი“.

ამ დასახელებას თავისი ისტორია აქვს, ამის შესახებ ისაუბრა კომპანია Eurolactis-ის დამფუძნებელმა პიერ ლუიჯი ორნეზუმ, რომელიც ვირის რძის გაყიდვითაა დაკავებული.

„ჩვენი ოფისი, 200 მეტრითა დაშორებული Fornerod -ის ქარხნიდან, როდესაც მე ქალაქის არქივებს ვეცნობოდი, აღმოჩნდა, რომ ამ ადგილს „ვირების რაიონი“ ეწოდებოდა. ზუსტად აქ XIX საუკუნეში ვირის რძის გადამამუშავებელი ქარხანა იყო, ამიტომ ავირჩიეთ ჩვენი შოკოლადისთვის ეს სახელი“-თქვა ორნეზუმ.

ახალი შოკოლადი მთლიანად ექსკლუზიურია, დაწყებული შემადგენლობით, დამთავრებული დიზაინით.

შოკოლადიეს არის პირველი შემთხვევა შვეიცარიული შოკოლადის ისტორიაში, როდესაც წარმოებისთვის გამოყენებული არ არის ძროხის რძე.

თქვენი რეკლამა