აკვაკულტურის მეურნეობების გამოკვლევის შედეგები

აქვაკულტურა, საქართველო, თევზი, სტატისტიკა

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის ბოლოსათვის, აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების საერთო ფართობი წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 4 503.1 ჰექტარი შეადგინა, აქედან ტბორების ფართობმა 2 424.8 ჰექტარს მიაღწია, რაც 4.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო აუზების ფართობი წინა პერიოდთან შედარებით 7.7 პროცენტით გაიზარდა და 27.9 ჰექტარით განისაზღვრა.

ქვეყანაში აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსაცავებისა და ბუნებრივი წყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ჯამური ფართობი კი 2 050.3 ჰექტარია.

2019 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა, საერთო ფართობით – 1 603.6 ჰექტარი. სამეგრელო-ზემო სვანეთში ტბორების ფართობმა 475.5 ჰექტარი, იმერეთში 163.0 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 182.8 ჰექტარი შეადგინა.

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია განთავსებული, საერთო ფართობით – 18.6 ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 3.1 ჰექტარს, აჭარაში – 2.0 ჰექტარს, გურიაში – 1.4 ჰექტარს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული აუზების მთლიანი ფართობი 2.7 ჰექტარს არ აღემატება.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობის სტრუქტურა წყალსატევის ტიპების მიხედვით 2019 წლის ბოლოსათვის:

აქვაკულტურა, საქართველო, თევზი, სტატისტიკა

2019 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. ორაგულისებრთა წარმოება 1 339.8 ტონა იყო, რაც 9.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლს.

კობრისებრთა წარმოება 23.9 პროცენტითაა გაზრდილი და 1 012.7 ტონას შეადგენს.  წინა პერიოდთან შედარებით 29.7 პროცენტით გაიზარდა ზუთხისებრთა წარმოება და 97.3 ტონით განისაზღვრება. ასევე, 13.5 პროცენტით გაზრდილია ლოქოსებრთა წარმოება და 14.3 ტონა შეადგინა.

ორაგულისებრთა წარმოებაში 98.7 პროცენტით ცისარტყელა კალმახია წარმოდგენილი. კობრისებრთა წარმოებაში კი 47.4 პროცენტი მოდის კობრისა და სარკისებური კობრის, 39.1 პროცენტი თეთრი და ჭრელი სქელშუბლას და 13.3 პროცენტი თეთრი ამურის წარმოებაზე.

2019 წელს თევზის წარმოების მიხედვით ლიდერობს კახეთი, რომელზეც მოდის ქვეყანაში წარმოებული თევზის 35.1 პროცენტი. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი – 30.3 პროცენტით, მესამე ადგილზეა გურია – 10.1 პროცენტით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 24.4 პროცენტი მოდის.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია თევზის წარმოების სტრუქტურა რეგიონებისა და თევზის ოჯახების მიხედვით:

აქვაკულტურა, საქართველო, თევზი, სტატისტიკა

თევზის წარმოება თევზის ოჯახების მიხედვით 35 2017-2019 წწ. (ტონა)

აქვაკულტურა, საქართველო, თევზი, სტატისტიკა

 

2019 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 7.9 პროცენტით შემცირდა და 2 230.2 ტონით განისაზღვრა, აქედან კობრისებრთა ოჯახის წილი 57.2 პროცენტი იყო, ორაგულისებრთა ოჯახის – 24.4 პროცენტი, ზუთხისებრთა ოჯახის – 16.6 პროცენტი, ხოლო ლოქოსებრთა ოჯახის – 1.8 პროცენტი.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია 2019 წლის ბოლოს მდგომარეობით წყალსატევებში არსებული თევზის მოცულობის სტრუქტურა თევზის ოჯახების მიხედვით:

აქვაკულტურა, საქართველო, თევზი, სტატისტიკა

 

2019 წელს 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი ფერმის კართან (მწარმოებლის ფასი) 9.6 ლარი იყო, კობრისა და სარკისებრი კობრის – 7.8 ლარი, თეთრი ამურის – 6.3 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლას – 4.0 ლარი, რუსული და ციმბირული ზუთხის – 24.9 ლარი, ხოლო ევროპული ლოქოს – 16.1 ლარი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია.

თქვენი რეკლამა