5 მილიონი სმარტფონი საჩუქრად – პაკისტანელ ფერმერებს

184 Views

პაკისტანის ხელისუფლება, საკუთარ ფერმერებს 5 მილიონ სმარტფონს გადასცემს საჩუქრად.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით ფერმერებს საშუალება ექნებათ, მიიღონ საჭირო დარგობრივი ინფორმაცია, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს, გამოიყენონ თანამედროვე მარკეტინგული საშუალებები, ეს ყველაფერი კი გაზრდის სოფლის მეურნეობის წარმოების ეფექტურობას.

სმარტფონების მიღებას ფერმერები ოქტომბრიდან დაიწყებენ, ამჟამად მიმდინარეობს მცირე ფერმერების მონაცემთა ბაზის შევსება, რათა მოხდეს მათი პროგრამაში ჩართვა.

პაკისტანელ ფერმერთა უმრავლესობას არ აქვს მიღებული დარგობრივი განათლება, მათ უმეტესობას არ აქვს დრო, იაროს ტრენინგებზე, გაეცნოს ახალ ჯიშებს, ტექნოლოგიებს და ა.შ, სამეურნეო წარმოების ეფექტურობის გაზრდისთვის კი აუცილებელია ინფორმაცია, სწორედ ამიტომ დაიწყო პაკისტანის ხელისუფლებამ ეს პროგრამა.

როგორც BBC იტყობინება, მსგავსი პროგრამები, ექსპერიმენტის სახით კენიაში და ინდოეთშიც განხორციელდა.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB