400 კილო წითელი დოლის ფქვილი ნახევარ საათში გაიყიდა

გუშინ მოხდა ძალიან მაგარი რამ!!!

მოლოდინი მქონდა თუმცა არა ასეთი.

ერთ პიროვნებას უნდოდა 50 კილო წითელი დოლის (ქართული ხორბლის ჯიში) ფქვილი.

წისქვილში ასეთ რაოდენობას არ ფქვავენ და ამიტომ 400 კილო დავფქვი, ვიფიქრე ნახევარს მე დავიტოვებ და ნახევარს გავყიდი-თქო. ამიტომ ფეისბუქზე დავდე პოსტი.

ზუსტად ნახევარ საათში გაიყიდა მთელი ფქვილი და ხორბლის შეკვეთებიც მივიღე, ისე რომ შეიძლება შემდეგში ვეღარც დავფქვა თუ ასე გაგრძელდა))).

სიმართლე გითხრათ საერთოდ არ ვგეგმავდი ჩემი ნედლეულის გაყიდვას და მინდოდა პატარა წარმოება დამეწყო, თუმცა იმის გამო, რომ მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში არ დამაფინანსეს (საუბარია 5 000 ლარზე, თან მეც უნდა დამეხარჯა 1 500 ლარი) გადავწყვიტე ერთი წელი “დამეთმო” და მომავალი წლისთვის მეთვითონ შემეძინა საწარმოო ინვენტარი.

ასევე სრულად მაქვს უკვე გაყიდული ყურძნის მოსავალი.

სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამხელა დაინტერესებაა ძველ ქართულ და ბიო პროდუქციაზე, თუმცა მართლა მენანება ჩემი შრომით მოყვანილი ხორბლის და ყურძნის გაყიდვა.

მიუხედავად ყველაფრისა არასოდეს ვიტყვი, რომ ჩემი ქვეყანა არ მეხმარება და სოფლის მეურნეობა წამგებიანია.

მოვა დრო როცა მე დავეხმარები ჩემს ქვეყანას ჩემი საქმით.

წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე, ახალგაზრდა ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი.

თქვენი რეკლამა