2018 წელს საქართველოში 101 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა

324 Views

საქსტატის ინფორმაციით 2018 წელს საქართველოში 101 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (45.5 პროცენტი) განთავსებული.

მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქვემო ქართლის (11.9 პროცენტი), ქ. თბილისში (10.9 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (9.9 პროცენტი), კახეთის (8.9 პროცენტი), იმერეთის (6.9 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (3.0 პროცენტი), გურიის (2.0 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის (1 პროცენტი) რეგიონში.

2018 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 654 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 372 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 907 კაცით განისაზღვრა.

2018 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 244.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 51.9 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 26.9 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 8.7 პროცენტი – თევზეული, 7.5 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 3,4 პროცენტი რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 1.6 პროცენტი უკავია.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2018 წლის განმავლობაში შესყიდულია 13.7 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს – 16.0 მლნ. ლარი შეადგინა.

2018 წლის განმავლობაში განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 119.4 მლნ. ლარის ღირებულების (29.4 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (52.4 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 87.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე.

იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (51.1 პროცენტი), თევზეული (23.1 პროცენტი) და ქათამის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (15.5 პროცენტი) წარმოადგენდა.

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 8.1 პროცენტი უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული წარმოადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 55.3 პროცენტს, თებერვალში – 59.3 პროცენტს, მარტში – 59.2 პროცენტს, აპრილში – 57.2 პროცენტს, მაისში – 55.9 პროცენტს, ივნისში – 52.9 პროცენტს, ივლისში – 52.5 პროცენტს, აგვისტოში – 53.0 პროცენტს, სექტემბერში – 51.1 პროცენტს, ოქტომბერში – 59.1 პროცენტს, ნოემბერში – 59.1 პროცენტს, ხოლო დეკემბერში – 56.8 პროცენტს.

სამაცივრე მეურნეობების 52.3 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია ნაწილობრივ, 46.2 პროცენტი – სრულად, ხოლო 1.5 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების მხოლოდ 65.8 პროცენტი. აქედან, 29.8 პროცენტს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 59.6 პროცენტს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 10.6 პროცენტს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

სამაცივრე მეურნეობების 17.7 პროცენტი თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენ-ტუნარიანობაზე ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა ახდენს. 12.1 პროცენტის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა, 11.4 პროცენტს – კომუნალური გადასახადების სიდიდე, 10.6 პროცენტს – სუსტი კავშირი მწარმოებლებთან, 10.0 პროცენტს – სახელმწიფო გადასახადების სიდიდე, 8.5 პროცენტს – თანამშრომელთა კვალიფიკაცია, 5.8 პროცენტს – მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB