ჟოლოს ვერტიცილიოზური ჭკნობა

ჟოლო, დაავადება, ბიო, მკურნალობა, ჭკნობა, ორგანული

ჟოლოს ვერტიცილიოზურ ჭკნობას (Verticillium dahalie), რომელიც ჟოლოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაავადებაა, გავრცელებული ნიადაგისმიერი სოკო ვერტიცილიუმი იწვევს.  

პათოგენი აინფიცირებს ფესვებს და ვრცელდება ძარღვოვან ქსოვილში, რის შედეგადაც მცენარის ზრდა ფერხდება და ის ჩამოჭკნება. სოკო ნიადაგში მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას.

ეს დაავადება ამცირებს ჟოლოს მოსავლიანობას ჩამოჭკნობით, ზრდის შეფერხებით, შემდგომ კი მთელი მცენარის მსხმოიარე ღეროს გახმობით (სურათი1).

ვერტიცილიოზური ჭკნობით დაინფიცირებული მცენარის ქვედა ფოთლები ბაცი მწვანე ფერისაა, ჯანსაღი ფოთლების ხასხასა მწვანე ფერისგან განსხვავებით.

დაინფიცირებული მცენარეების ფოთლები იწყებს ჩამოჭკნობას ღეროს ძირში, შემდეგ კი — ზედა ნაწილებში. ფოთლები ჩამოჭკნება, გაყვითლდება და ჩამოცვივა ვერტიცილიური ჭკნობის გვიან სტადიებზე. საბოლოოდ, შეიძლება, ღერო მთლიანად ჩამოვარდეს და წვერში დარჩეს მხოლოდ რამდენიმე ფოთოლი.

მწვავე ინფექციებისას შესაძლოა აღმოვაჩინოთ დიაგნოსტიკური მოლურჯო ხაზები ღეროებსა და ჩამომჭკნარ წვერებზე.

ჟოლო, დაავადება, ბიო, მკურნალობა, ჭკნობა

ჟოლოს ვერტიცილიოზური ჭკნობა ყველაზე მწვავეა დრენაჟის ცუდი სისტემის მქონე ნიადაგებში და ცივი, ტენიანი გაზაფხულის შემდეგ. ახალგაზრდა ღეროებზე სიმპტომები ხშირად ემთხვევა ცხელი და მშრალი ამინდის შედეგად უწყლობით გამოწვეულ სიმპტომებს.

ჟოლო, დაავადება, ბიო, მკურნალობა, ჭკნობა, ორგანული

იხილეთ: ჟოლო – ფერმერის სახელმძღვანელო

რეკომენდებული არ არის  ჟოლოს ისეთ ადგილებში დარგვა, სადაც მანამდე მოჰყავდათ პომიდორი, კარტოფილი, წიწაკა, ბადრიჯანი ან სხვა კენკროვნები, რომლებიც შეიძლება დაინფიცირებული იყო Verticillium-ით.

დავადებასთან ბრძოლისთვის საჭიროა:

→ გამხმარი ტოტების შეჭრა, მთლიანად გამხმარი ბუჩქების ამოძირკვა, ნაკვეთიდან გატანა და დაწვა.

→ სავეგეტაციო პერიოდში ნიადაგში ფესვთა სისტემის არეში შეტნილი უნდა იქნას ბიოკატენას 2%-იანი სამუშაო ხსნარი.

→ მცენარის გამძლეობის გაზრდის მიზნით, უნდა ჩატარდეს ფოთლოვანი გამოკვება ორგანიკის 1%-იანი ხსნარით და ფესვური გამოკვება 2%-იანი ხსნარით.

თქვენი რეკლამა