უფასო აგრომარკეტი ფერმერებისთვის

აგრომარკეტი, უფასო, ფერმერი

აგროკავკასია აგრობიზნესის განვითარების მიზნით, ფერმერებს სთავაზობს მათი განცხადების უფასო განთავსებას რუბრიკაში “აგრომარკეტი” და საკუთარ რესურსებზე გავრცელებას.

განცხადება შეიძლება ეხებოდეს: სოფლის მეურნეობის პროდუქტების ყიდვა – გაყიდვას, დარგთან დაკავშირებულ მომსახურებას, გადამუშავებას და ა.შ.

განცხადების განსათავსებლად საჭიროა გამოგვიგზავნოთ: განცხადების ტექსტი, თქვენი კონტაქტები (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფოსტა) word-ის ფაილში შრიფტი ჩვეულებრივი (Sylfaen, ზომა 11) და ცალკე ფაილად პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ფოტო.

მომხმარებლის გადამისამრთება პირდაპირ ხდება, უშუალოდ თქვენს მიერ მოწოდებულ კონტაქტებზე.

მცირე მეურნეობებს, წარმოების მცირე მასშტაბებისა და ერთმანეთთან კოორდინაციული მოქმედების უნარების არქონის გამო, უჭირთ ბაზარზე ორიენტაცია და ზოგადად ბაზარზე გასვლა, რის გამოც ხშირად პროდუქციის რეალიზაციას მხოლოდ მიზერულ ფასად ახერხებენ.

ამ პრობლემის ერთ-ერთი გასაღები ინტერნეტ მარკეტინგშია!

ჩვენ დაგეხმარებით ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.

ამ ეტაპზე, ყოველდღიურად საიტზე საშუალოდ 2000-2700 უნიკალური მომხმარებელი შემოდის ეს თვეში დაახლოებით 60 000 – 80 000. ვიზიტების საერთო რაოდენობა 2 555 240.

განცხადება გავრცელდება ჩვენს FB ბიზნეს გვერდზეც: აგროკავკასია https://www.facebook.com/agrokavkasia/ 53 000 – ზე მეტი ლაიქი.

საკონტაქტო მეილი: agrokavkasia@gmail.com

თქვენი რეკლამა