კავკასიური ფიჭვის ნერგები

კავკასიური, ფიჭვი, ნერგები

კავკასიური ფიჭვის შესახებ, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ბორჯომის ტყეში. ხანძრების გამო მისი პოპულაცია შემცირდა.

ველური ბუნების სააგენტო ყოველწლიურად 200-300 ათასამდე კავკასიურ ფიჭვს აწარმოებს, რომელიც შემდგომ აღდგენის მიზნით ტყეებში ირგვება.

კავკასიური ანუ სოსნოვსკის ფიჭვი (pinus sosnowskyi) პირველი სიდიდის ხეა, რომელიც 35 მ-მდე აღწევს. ახალგაზრდა ასაკში ვარჯი პირამიდულია, დიდხნოვანი კი ქოლგისებრი.

მოყავისფრო სქელი ქერქი აქვს. მწვანე-მოვერცხლისფრო წიწვო აქვს, რომლებიც 3-4 წელს ცოცხლობენ. თესლი 2 წლის განმავლობაში მწიფდება, ყვავილობს მარტ-აპრილში.

კავკასიური ფიჭვი მძლავრ ფესვთა სისტემას ივითარებს, იგი სიცივის ამტანია. გვხდება ზღვის დონიდან 2300 მ-მდე. მისი გაშენება 800-900 მ-მდე გაძნელებულია. მოზარდ აღმონაცანს არ ეშინია ყინვების, ასევე ღია- გაშიშვლებული ადგილების.

ქმნის სუფთა და მშრალ კორომებს.

ფიჭვის წიწვები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, C-ვიტამინს, განსაკუთრებით ზამთარში, არის მასში კაროტინი და ფიტონციდები. ცოცხლობს 300-350 წელს.

ველური ბუნების სააგენტოში გამოყვანილი ნერგი

• სიმაღლე: 30-40 სმ;

• ფასი: 3 ლარი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ეროვნული საშენი მეურნეობა;
მისამართი: გარდაბნის რ-ნი, სოფელი სართიჭალა
(თბილისი – გომბორის გზატკეცილის 6 კმ).
ელ-ფოსტა: info@sanerge.com

საიტი (დაკლიკეთ): http://wla.gov.ge/ka/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ ზემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა