სიმინდის დაცვის (წამლობის) სქემა ბიომეურნეობისთვის

239 Views

ნიადაგი: ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე უნდა შევიტანოთ 40-50 ლიტრი სასუქი “ორგანიკა” რომელიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში.

თესლის დამუშავება: თესვამდე რაომდენიმე დღით ადრე, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ და აღმოცენების გაუმჯობესების მიზნით, სათესლე მასალა უნდა დამუშავდეს ბიოპრეპარატებისა (ლეპიდინი, ბიოკატენა, ფიტოკატენა)  და სასუქის (ორგანიკა) 2%-იანი სამუშაო კომბინირებული ნაზავით.

პირველი ფოთლოვანი კვება:  4-5 ფოთლის ფაზაში, ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5-6 ლიტრი ორგანიკა (თუ მეურნეობა ბიოლოგიური არ არის შესაძლებილია ჰერბიციდთან ერთად შეტანა), რომელიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში.

მეორე ფოთლოვანი კვება:  პირველი კვებიდან საშუალოდ 20 დღის შემდეგ ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5-7 ლიტრი ორგანიკა + 5 ლიტრი ფიტოკატენა (დაავადებების პრევენციის მიზნით)  + 5 ლიტრი ლეპიდინი (ღეროს ფარვანას გამოჩენის შემთხვევაში) რომლებიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში.

სიმინდზე გავრცელებული მავნე ორგანიზმებიდან აღსანიშნავია

დაავადებები: გუდაფშუტები, ჰელმინთოსპოროზი, ლიპოდიოზი, ნიგროსპოროზი და სხვ.
მავნებლები: სიმინდის ღეროს ფარვანა, მავთულა ჭიები, ხვატარები.

მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. მიმწებებელი მულტიმასტერი.

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bioagro.ge

*ტრადიციული მეურნეობიდან ორგანულზე გადასვლას სჭირდება სპეციალური სქემა, ამ საკითხზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს „ბიოაგრო“.

იხილეთ აგრეთვე: თხილის წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB