რუმიფოსი – ფერმერის მარჯვენა ხელი

836 Views

ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი თანამედროვე საკვებდანამატი, პროდუქტიულობის ზრდის მაღალეფექტური ბიოლოგიური საშუალება „რუმიფოსი“ დაგეხმარებათ მოკლე დროში სასურველი შედეგის მისაღებად.

რუმიფოსი გამოიყენება: მეღორეობაში, მესაქონლეობაში, მეფრინველეობასა და მეთევზეობაში. არ შეიცავს არავითარ ქიმიურ დანამატს.

გამოიყენეთ, როცა თქვენი ცხოველი/ფრინველი:

  •   წონაში ჩამორჩენა;
  •   პროდუქტიულობა შემცირებულია;
  •    ვერ ითვისებს საკვებს;
  •    იმუნური სისტემის დაქვეითებულია;
  •    აქვს სხვადასხვა ეტიოლოგიის დიარეა  და კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
  •    აქვს ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

ცხოველებსა და ფრინველებს რუმიფოსი უნდა მისცეთ სასმელ წყალში ან საკვებში შერევით. შერეული მასა გამოიყენება 24 სთ-ის განმავლობაში.

შემადგენლობაში შემავალი კომპლექსური ბიოაქტიური მცენარეული ნივთიერებები მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ბიოცენოზის ჩამოყალიბებაზე.

ააქტიურებს და აღადგენს ნაწლავების სასარგებლო მიკროფლორას, აძლიერებს ფაშვში მიმდინარე ფერმენტაციას, სტიმულაციას უკეთებს ნაწლავის ღრუში ვიტამინებისა და ბიფიდობაქტერიების წარმოქმნას, უზრუნველყოფს საკვების ათვისების მაღალ დონეს, იწვევს ნაწლავის კედლის პერისტალტიკის მსუბუქ სტიმულაციას. არეგულირებს РН-ს, თრგუნავს პათოგენური ორგანიზმების ზრდას, აძლიერებს იმუნურ სისტემას ინფექციური დაავადებებისადმი.

რუმიფოსი ახდენს ძვალ-კუნთოვანი მასის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორების ინტენსიფიკაციას, რაც უზრუნველყოფს წონამატის გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას, რუმიფოსის მიღება მნიშვნელოვნად ცვლის ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

რუმიფოსი საშუალებას იძლევა 15-20%-ით გაიზარდოს საშუალო დღიური წონამატი, ამასთანავე აუმჯობესებს ტყავის, ბეწვის,  ხორცის ხარისხს და მის საგემოვნო თვისებებს. ზრდის ხორცის გამოსავლიანობას 55-60%-მდე.

რუმიფოსი ზრდის სადღეღამისო მონაწველს 12-20%-ით და კვერცხმდებლობას 7-15%-ით.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატს აძლევენ ცხოველებსა და ფრინველებს სასმელ წყალში ან საკვებში შერევით. პრეპარატიანი წყალი ან საკვები გამოიყენება 24 სთ-ის განმავლობაში.

rumifosi_4511110935722275

შეძენის (ფასის) და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით მოცემულ ლინკზე
http://agrovet.ge/index.php?m=9

ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 595 80 80 81

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.

77Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB