სოფლის მეურნეობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება Agro Expo იწყება

აგრო. ექსპო

20-22 ნოემბერს სოფლის მეურნეობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება Agro Expo გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში ჩატარდება.

Agro Expo-ში  11 ქვეყნის 100-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას. მონაწილე კომპანიები სრულად მოიცავენ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის,სასმელების, შემფუთვლი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების სფეროებს.

სამი დღის განმავლობაში, ექსპოჯორჯიას მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე სივრცეში დამთვალიერებელს დახვდება: სოფლის მეურნეობის დანადგარები და მანქანები,კვების ტექნოლოგიები, თესლები და ნერგები, სასუქები და ქიმიკატები, საირიგაციო სისტემები,საშრობები,  და შენახვის სისტემები, საჯიშე მეცხოველეობა და მეფრინველეობა.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი: მანქანა-დანადგარები ხორც-პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავებისთვის, ასევე რძის პროდუქტებისთვის, შესაფუთი ტექნოლოგიები და მასალები, სასმელების ინდუსტრიის აღჭურვილობა, მაცივრები, კვებისა და სასმლის ინგრედიენტები და ა.შ.

„Agro Expo წელს უკვე მეთვრამეტედ ტარდება და ყოველწლიურად ვცდილობთ დამთვალიერებლებს ახალი კომპანიები და საინტერესო პრუდუქტი დავახვედროთ. ყველა ადამიანი, რომელიც სოფლის მეურნეობის ან კვების მრეწველობის სფეროთია დაინტერესებული, გამოფენაზე აუცილებლად იპოვის მისთვის საინტერესო სტენდს.

გამოფენა უნიკალური სივრცეა პოტენციური პარტნიორობისთვის. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაგვიკავშირდეს და დავუგეგმოთ შეხვედრა გამოფენის მონაწილე კომპანიასთან ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში“, – ამბობს ექსპოჯორჯიას მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ცაიშვილი.

„ექსპო ჯორჯიას“  ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსმხარდაჭრით სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისოგამოფენას 1500-მდე მცირე ფერმერი საქართველოს ყველა რეგიონიდან დაესწრება. მათ საშუალება ექნებათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მონაწილეები გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და  სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

გამოფენა 20 ნოემბერს 11:00 საათზე, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას  მე-11 პავილიონში გაიხსნება და 3 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს 11:00 დან – 18:00 საათამდე მიიღებს.

Agro Expo-ს მე–18 საერთაშორისო გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.agroexpo.ge
ან დაუკავშირდით marketing@expogeorgia.ge

თქვენი რეკლამა