ვაზის წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის

ბიოვენახი, ორგანული, წამლობა, ვაზი

ნიადაგის განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი  10-14 ტომარა ერთ ჰექტარზე.

I წამლობა
კვირტის ჭიისა (ბუკნა) და ტკიპების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – კვირტების დაბერვიდან და  გაშლამდე. მარტის ბოლო – აპრილის I დეკადა.
ლეპიდინი (3ლიტრი) + ტურინგენი (3 ლიტრი)+ნიმის ზეთი (0,5%). 

 II  წამლობა
ჭრაქის წინააღმდეგ.
ფენოფაზა – პირველი ორი ფოთოლი ნორმალური სიდიდის 2/3-ია. მაისის I დეკადა.
სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%).

 III  წამლობა – II წამლობიდან  7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრის, ტკიპების და ყურძნის ჭიის I თაობის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – ყვავილედებზე კოკრების განცალკევება – ბუტონიზაცია. მაისის II- III დეკადა.
ლეპიდინი (3 ლიტრი) + კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%) + გოგირდის შემცველი პრეპარატი (0,5%)+ნიმის ზეთი (0,5%).

 IV წამლობა – III წამლობიდან  7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრის,  და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.  
ფენოფაზა – ყვავილობა. მაისის ბოლო, ივნისის I დეკადა.
აგროკატენა (8 -10 ლიტრი) + ლეპიდინი (5 ლიტრი).

 წამლობა – IV წამლობიდან  7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრისა და ყურძნის ჭიის  II თაობის მატლების წინააღმდეგ. 
ფენოფაზა – გამოხორბვლა. ივნისის II-III დეკადა.
ორგანიკა (3 ლიტრი ) + ლეპიდინი (5 ლიტრი) + კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%) + გოგირდის შემცველი პრეპარატი (0.4-0.5%).

 VI წამლობა  V წამლობიდან  7-10 დღეში.
ჭრაქის,ნაცრის და ცრუფარიანების მოხეტიალე მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – ისვრიმობა. ივლისის  I-II დეკადა .
აგროკატენა 18 ლიტრი +ნიმის ზეთი (0,5%)  + გოგირდის შემცველი პრეპარატი 0.5%.

 VII წამლობა – VI წამლობიდან  7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის III თაობის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – მარცვლების დამსხვილება. ივლისის II-III დეკადა.
ლეპიდინი (5 ლიტრი) + სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%)  + გოგირდის შემცველი პრეპარატი (0.4-0.5%).

 VIII წამლობა – VII წამლობიდან  7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ. 
ფენოფაზა – შეთვალების დასაწყისი. ივლისის ბოლო აგვისტოს I დეკადა.
აგროკატენა (6 ლიტრი) + ბიოკატენა (10 ლიტრი) +ლეპიდინი (5 ლიტრი).

 IX წამლობა – VII წამლობიდან  7-10 დღეში.
ნაცრის,  სიდამპლეების და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – სიმწიფეში შესვლა. აგვისტოს II დეკადა.
აგროკატენა (6 ლიტრი) + ლეპიდინი (4 ლიტრი)+სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%).

*სამუშაო ხსნარი: ლეპიდინი, აგროკატენა, ტურინგენი – 2%-იანი, ორგანიკა – 1%-იანი.

 დამატებითი ინფორმაცია

    • წამლობებს შორის პერიოდი მოცემულია ვაზის განვითარების ფენოფაზების მიხედვით, თუმცა, რეგიონისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მათ შორის ინტერვალი შიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს.
    • წამლობა უნდა ჩატარდეს დილით ნამის შეშრობის მერე ან დღის მეორე ნახევარში მზის გადასვლის შემდეგ.
    • მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის, სასურველია ბიო მიმწებებელ „ადიუგრეინი 10%“-ის გამოყენება
    • მნიშვნელოვანია მომავალი წლისთვის მომზადება და ნოემბრის თვეში ფართობის დამუშავება ბიოპრეპარატით ბიოკატენა. საჰექტრო ნორმა 5-7 ლიტრი.
    • სქემაში სპილენძის და გოგირდის შემცველებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი დასახელების პრეპარატი.

სქემა მოგვაწოდა მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრმა „ბიოაგრო“.

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bioagro.ge/

„აგროკავკასიას“ არ აქვს კავშირი აღნიშნულ პრეპარატებთან, ისარგებლეთ ზემოთ მოცემული ბმულით.

თქვენი რეკლამა