მულჩი — თუ გიყვარს შენი მცენარე!

889 Views Comment Off

ორგანული მულჩის შემოტანის იდეა აშშ–ში დაიბადა, სადაც მულჩის კულტურას ასწლოვანი ისტორია აქვს და წარმატებით იყენებენ როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ლანდშაფტური დიზაინში და დეკორატიულ მცენარეთა მოვლისათვის.

კომპანია „ჯეო მულჩის“ დამფუძნებელმა ინტერესი საქმედ აქცია და რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა მულჩის კულტურას, მის გამოყენებას და წარმოებას აშშ–ს წამყვან უნივერსიტეტებში (კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩრდილო კაროლინას უნივერსიტეტი), შემდეგ კი მოვიდა დრო ეს ტექნოლოგია საკუთარ სამშობლოში დაენერგა.

საქართველო აგრარული ქვეყანაა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად დგას მიწების უნაყოფობის და ეროზიის პრობლემა. აქედან გამომდინარე პრობლემა გადაჭრას საჭიროებს.

მულჩირების მიზანია ხელი შეეწყოს მოსავლიანობის ზრდას, ბაღებსა და სკვერებში მიწის განაყოფიერებას, ესთეტიურობისა და სისუფთავის შეტანას.

ჩვენი ნაწარმი – ორგანული მულჩი

მულჩის წარმოება

მულჩი მიიღება მაგარი და რბილმერქნიანი მცენარეების მსხვილ და წვრილ ფრაქციებად დაქუცმაცებით. მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული თხევადი სასუქით – ორგანიკა. შეფერვა ხორციელდება აშშ–ს სტანდარტების შესაბამისი სპეც. საღებავით.

ვაწარმოებთ:

  1. შეუფერავ მულჩი (ბუნებრივი ხის ფერი)
  2. წითელი მულჩი
  3. ყავისფერი მულჩი
  4. შავი მულჩი

მულჩი — საკვები თქვენი მცენარისთვის

  • აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას;
  • იცავს ნიადაგს წყლისა და ქარისმიერი ეროზიისგან (ჩარეცხვა, გამოშრობა);
  • ხელს უწყობს ნიადაგში არსებული მიკრო და მაკრო ელემენტების მცენარეებისათვის ათვისებად მდგომარეობაში გარდაქმნის პროცესს;
  • ამდიდრებს ნიადაგს ორგანული საკვებით, რადგან დროთა განმავლობაში იგი გადაიქცევა ბუნებრივ ნეშომპალად;
  • ხელს უწყობს მცენარის ზრდასა და განვითარებას;
  • აუმჯობესებს ფესვთა სისტემას და იცავს როგორც ძლიერი ყინვისგან, ასევე გადახურებისაგან;
  • 50%-ით ამცირებს წყლის აორთქლებას (ამდენად, ხშირი მორწყვის აუცილებლობას აღარ საჭიროებს მცენარე);
  • ერთი–ორად ზრდის მოსავლიანობას;
  • ხელს უშლის სარეველა მცენარეების ამოსვლა გავრცელებას;
  • იცავს გარემოს მტვრის ნაწილაკებისგან;
  • არის ქარისადმი მდგრადი;
  • ამცირებს ნაყოფის დაზიანებას ძირს ჩამოვარდნის დროს;
  • ორგანულ მულჩს აქვს სასიამოვნო ფერი (ბუნებრივი ხის ფერი, წითელი, შავი, ყავისფერი) და ფაქტურა;
  • არ აქვს მტვერი და წვიმის შემდეგ არ ტალახდება;
  • არის ესთეტიკურად ძალიან ლამაზი.

ჩვენ გთავაზობთ:

შპს. „ჯეო მულჩი“ საქართველოში ორგანული მულჩის ერთადერთი მწარმოებელია და შესაბამისად, ჩვენი ფასებიც ყველაზე დაბალია, ვიდრე მისი ინპორტირებისას, ან სამეურნეო მაღაზიაში გადაიხდით.

კომპანია გთავაზობთ თქვენი მცენარისთვის საუკეთესო საკვებს და უფასო კონსულტაციას. ასევე,  სურვილის შემთხვევაში, ჩვენი წარმომადგენლები მოგემსახურებიან მულჩირების პროცესში.

კომპანია ასევე გთავაზობთ თქვენი ეზოს, ბაღის დიზაინის გაკეთილშობილებას მულჩირების გზით.

გაუხანგრძლივეთ ჩვენს მცენარეებს სიცოცხლე და მიიღეთ მათგან მეტი სარგებელი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: (+995) 579 970 965   (10:00–დან – 17:00–მდე)
(+995) 599 11 12 34  (12:00 დან – 21:00 მდე)
ელ. ფოსტა: info.mulchgeo@gmail.com
საიტი: http://geomulch.ge/ka/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ჯეო მულჩი“, პროდუქციის/მომსახურების ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1246 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB