ლეპიდინი – მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალება

1462 Views

დანიშნულება

ლავრაციდული მოქმედების ბიოლოგიური პრეპარატი, მავნებელ ქეცფრთიანთა რაზმის მწერების წინააღმდეგ.

მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალება-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად.

შემადგენლობა

BACILLUS TURINGIENSIS var. KURSTAKI

გამოყენება

მავნებლები: ამერიკული თეთრი პეპელა, ყურძნის ჭია, ვაშლის და ხეხილის ჩრჩილი,  კუნელის თეთრულა,  ფოთოლხვევიები; აბრეშუმხვევიები; ვაშლის ნაყოფქამია; ხურტკემლის ალურა; მოცხარის ფოთოლხვევია, მდელოს ფარვანა, კარტოფილის ჩრჩილი, პომიდორის ჩრჩილი, კომბოსტოს ხვატარი; კომბოსტოსა და სათბურის ფრთათეთრა, თალგამის თეთრულა; კომბოსტოს ჩრჩილი; ალურები; ბამბის ხვატარი, მარცვლეულის ხვატარი, იონჯას ხვატარი, მზომელები, ფოთოლხვევიები, ოქროკუდა, მწვანე ფოთოლხვევია, არაფარდი პარკხვევია, ფიჭვის აბრეშუმხვევია, ფიჭვის ხვატარი, ფიჭვის მზომელა, აგრეთვე ზაფხულ-შემოდგომის სხვა ქეცფრთიანი მავნებლები.

კულტურები

თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვნები, მარცვლოვნები, მწვანილები, ტექნიკური კულტურები, ტყისა და ქალაქის მწვანე ნარგაობა და სხვ.

დოზირება

ხეხილი: 5-8 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე.

მარცვლოვნები: 3-5 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე.

კენკროვნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილები და სხვა:

  • ღია გრუნტი: 5-6 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე;
  • სათბურები: 2-3 ლიტრი 1000 მ2 ფართობზე.

უსაფრთხოება

არ არის ფიტოტოქსიკური.

უსაფრთხოა ადამიანისთვის, ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის, ფუტკრებისთვის და სხვა სასარგებლო მწერებისთვის, გარემოსთვის.

შენახვის ვადა და პირობები

შეინახეთ t +4…+100C გრილ და ბნელ ადგილას.

შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში ვარგისია დამზადებიდა 6 თვის განმავლობაში.

წონა: 1 ლიტრი;
ფასი: 5 ლარი.

დამატებითი კითხვებისა და პრეაპრატის შეძენისვის გადადით (დაკლიკეთ) ლინკზე www.bioagro.ge

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB