ეკოლოგიურად სუფთა და ადამიანებისთვის უსაფრთხო „ელექსირის’’ ხსნარი

401 Views

მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც,ზოგადად, მსოფლიოს აწუხებს, არის ბაქტერიებთან ბრძოლა. ამის აღმოსაფხვრელად კომპანია „ინო-ლაბმა’’, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა, ევროპული ტექნოლოგიით წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა და ადამიანებისთვის უსაფრთხო „ელექსირის’’ ხსნარი წარმოადგინა.

განსაკუთრებული თვისებებიდან გამომდინარე პროდუქტი ძალიან მოკლე დროში მოთხოვნადი გახდა, შესაბამისად, კომპანია მომხმარებელს თამამად სთავაზობს მას სხვადასხვა მიმართულებით.

დაავადებებთან ბრძოლა, შხამქიმიკატების გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია. ‘’ელექსირის’’ ხსნარის უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ არ შეიცავს ადამიანისთვის და ცხოველებისთვის საზიანო ქიმიკატებს და გამოიყენება, ბიო პროდუქტების საწარმოებლად.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ წარმოებაში არის „ელექსირი“ ვაზისთვის, სასათბურე კულტურებისთვის, კარტოფილისთვის, მარცვლეულისთვის, ხეხილისთვის, მსხვილფეხა საქონლისთვის, მეღორეობისთვის, თევზებისთვის და მეფრინველეობისთვის.

ანალოგიური სახის პროდუქცია იწარმოება, ავსტრიაში და კომპანია „ინო-ლაბს“ მჭიდრო თანამშრომლობა აქვს იქაურ პარტნიორებთან. შესაბამისად, რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ პროფესორ ჰერბერტ ვანდლის.

კარტოფილი

რა უპირატესობები აქვს სხნარს?

ჰერბერტ ვანდლი: პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ არის ნატურალური და მომხმარებელს საფრთხეს არ უქმნის. არ აქვს გვერდითი მოვლენები. ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ელექსირის დასამზადებელი მოწყობილობა ჩვენს მიერ გატესტილია და დამონტაჟებულია საქართველოში.

აქვს იგივე დანიშნულება, მახასიათებლები, შემადგენლობა, დოზირების და გამოყენების სფერო და იწარმოება იმავე სახის დანადგარითა და ტექნოლოგიებით, როგორც მისი ავსტრიული ანალოგები.

მსხალი

„ელექსირის“ გამოყენებიდან, რა დრო არის საჭირო შედეგის მისაღებად?

ძალიან ინდივიდუალურია. მთავარია მომხმარებელმა სწორად გამოიყენოს პროდუქტი. თუმცა, საშუალოდ შემიძლია გითხრათ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად 8-10 დღე სავსებით საკმარისია.

ჩვენ თითქმის, სულ ცდებს ვატარებთ და მიხარია, რომ რაც დრო გადის უკეთეს შედეგს ვიღებთ. განსაკუთრებით კი საქართველოს დაინტერესება მახარებს. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატება წინ გველოდება.

ახლო მომავალში, შ.პ.ს „ინო-ლაბი“ სადეზინფექციო ჰიგიენური საშუალებების დამატებას გეგმავს. ეს იქნება, აუზებისთვის, ხელის ჰიგიენისთვის, სასმელი წყლის დეზინფექციისთვის, ზედაპირების ჰიგიენისთვის და კოღოების საწინააღმდეგო საშუალებები.

კომპანია „ინო-ლაბი“ მომხმარებელს არწმუნებს, რომ „ელექსირის“ ხსნარის საშუალებით  სოფლის მეურნეობაში ბაქტერიებით და ვირუსებით გამოწვეული ბევრი პრობლემა ეტაპობრივად მოგვარებადი გახდება.

ვაზი

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ინო-ლაბი“.

„ელექსირის“ ხსნარის ფასებისა და დამატებითი ინფორმაციების მისაღებად ეწვიეთ კომპანიის საიტს (დაკლიკეთ ლინკზე) – https://www.elixir.ge/

66Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB