ჩიტავაშლას ნერგები

294 Views

ჩიტავაშლა (ლათ. Pyracantha coccinea) ვარდისებრთა ოჯახის ძლიერ ეკლიანი ბუჩქია. მისი სიმაღლე საშუალოდ 1,5-2  მეტრია, თუმცა 6 მეტრამდეც აღწევს. გაშლილი ვარჯი აქვს.

გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში, მათ შორის, ამიერკავკასიაში.

საქართველოში ყველგან ვხვდებით მთის შუა სარტყლამდე ბუჩქნარებში, ტყის პირას, ქვეტყედ მეჩხერ მუხნარებსა და ღვიიანებში, ქვიან ფერდობებზე.

ყვავილობს მაის-ივნისში, მსხმოიარობს სექტემბერ-ოქტომბერში.

ნაყოფი მცენარეზე რჩება ზამთრამდე, ამიტომ მნიშვნელოვანი საკვებია გარეული ფრინველებისათვის.

ჩიტავაშლა, ნერგები

დეკორატიულია, იყენებენ ცოცხალ ღობედ (შეკრეჭას კარგად იტანს) და ქარსაცავი ზოლების გასაშენებლად. თაფლოვანია.

ჩიტავაშლა. ნერგები

25°-მდე ყინვას უძლებს. ამრავლებენ თესლით, კალმით, გადაწვენით და ჩიტაკომშაზე მყნობით.

ჩიტავაშლა, ნერგები

ნერგის ფასები 10 ლარიდან

საკონტაქტო ინფორმაცია

ეროვნული საშენი მეურნეობა
მისამართი: გარდაბნის რ-ნი, სოფელი სართიჭალა
(თბილისი – გომბორის გზატკეცილის 6 კმ).
ელ-ფოსტა: info@sanerge.com
მობ: (+995) 555 187 575
საიტი: sanerge.com

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

123Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB